განცხადებები

18:34 / 05 აგვ. '15
ცხადდება ვაკანსია

საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“ პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (მოდულური პროგრამა) დანერგვასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას  შემდეგი მოდულების განმახორციელებელ პირებზე:

1) საექთნო პროცესის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა

2) პირველადი გადაუდებელი დახმარება

3) სწავლების პრინციპები საექთნო საქმეში

4) ფარმაკოლოგიის საფუძვლები საექთნო საქმეში

5) პაციენტის ფიზიკური შეფასება განმახორციელებელი პირის

 შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ა) დოკუმენტაციის განხილვა; ბ) გასაუბრება.

განმახორციელებელ პირად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. განმახორციელებელ პირად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლიობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს.

კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს: • ავტობიოგრაფია (CV);  • უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; • შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტი. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წამოადგინონ კოლეჯში. საბუთების მიღების ვადაა 2015 წლის 21 აგვისტოს 15:00 სთ-მდე. საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“–ს მისამართია: თ.ერისთავის 2 ტელ: 234-58-63 mail: panacea.2008@yahoo.com

 

» სხვა განცხადებები

© Copyright 2020 College Panacea