განცხადებები

11:11 / 10 ივლ. '18
ვაკანსია ფარმაციის და კბილის სატექნიკო საქმის მოდულური პროგრამების განმახორციელებელ პირებზე

 საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“ პროფესიული საგანმანათლებლო ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი ფარმაციის (სააფთიაქო) და კბილის სატექნიკო საქმის  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (მოდულური პროგრამა) დამატებასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას  შემდეგი მოდულების განმახორციელებელ პირებზე:

ფარმაცია (სააფთიაქო)

1. მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებაში

2. მცირე შეფუთვებად მზა წამლის ფორმების დაფასოება-შეფუთვა, მარკირება

3. პროდუქციის მიღება განთავსება, ნაშთის პერიოდული კონტროლი

4. სანიტარული ჰიგიენური ნორმების, გარემოსა და უსაფრთხოების წესების დაცვა ფარმაცევტულ დაწესებულებში

კბილის სატექნიკო საქმე

1. კად კამი და სინთერიზაცია

2. მოუხსნელი იმპლანტკონსტრუქციები

3. მოსახსნელი იმლანტკონსტრუქციები

4. ცირკონოკერამიკა

 

 შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: ა) დოკუმენტაციის განხილვა; ბ) გასაუბრება.

განმახორციელებელ პირად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. განმახორციელებელ პირად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლიობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს.

კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:

 • ავტობიოგრაფია (CV);  

• უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი; 

• შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტი. დაინტერესებულმა პირებმა საბუთები უნდა წამოადგინონ კოლეჯში. საბუთების მიღების ვადაა 2018 წლის 25 ივლისის 15:00 სთ-მდე. საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“–ს მისამართია: თ.ერისთავის 2 ტელ: 234-58-63 mail: panacea.2008@yahoo.com

» სხვა განცხადებები

© Copyright 2020 College Panacea