|
![]() |
![]()
|
![]() |
მთავარი
მისია საუკუნოვანი მემკვიდრეობის საგანმანათლებლო დაწესებულების, შპს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას, მისიაა მოამზადო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კომპეტენტური , კონკურენტუნარიანი სპეციალისტები და მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი დასაქმება. ღირებულებები:
· ტრადიციების ერთგულება
კოლეჯის ძირითადი ამოცანებია: 1. შიდა და გარე შრომის ბაზარზე ორიენტირებული, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება; 2. ქმედითი, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი, დინამიური თვითგანვითარებისთვის; 3. აქტიური მონაწილეობის მიღება ერთიანი პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში; 4. საქართველოსა და უცხოეთის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; 5.შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, კონკურენტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზება; 6. განათლების ხელმისაწვდომობისა და საჯაროობიის უზრუნელყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; 7. ზრუნვა პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე; 8. ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიულ სტუდენტთათვის სწავლის პირობების უზრუნველსაყოფად; 9. კურსდამთავრებულთა დასაქმების, მათ შორის, საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობა; 10. დაწესებულების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად; 11. სასწავლოო-სამეწარმეო პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლების მონაწილეობის ხელშეწყობა. |
![]() |
|