სიახლეები

11:58 / 13 აპრ. '14
სტუდენტური დღეები მარნეულში
მარნეულის სამედიცინო კოლეჯის ორგანიზებით, სკკა-ს ,,სტუდენტური დღეები 2014" -ის ფარგლებში, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეას" დირექტორმა ბ-მა ვასილ კიკნაძემ და დირექტორის მოადგილემ ქ-მა მაია ჩიხლაძემ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროფესიული სტუდენტების ფერწერული და გრაფიკული ნახატებისა გამოფენა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ ქიტიაშვილი; მარნეულის მუნიციპალიტეტის და რესურსცენტრის წარმომადგენლები,საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ კორძახია და სხვა კერძო კოლეჯების წარმომადგენლები;

© Copyright 2020 College Panacea