სიახლეები

23:39 / 09 მაი. '14
მასწავლებელთა საგნობრივი ტრენინგები
სასტუმრო "ბაზალეთში" შედგა პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრა თემაზე: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგნობრივი ტრენინგები თანამედროვე ტექნოლოგიებში. დარგობრივმა ჯგუფებმა იმუშავეს შემდეგ საკითხებზე: საგნობრივი მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები, ტრენინგების თემატიკა და მოდელი. ჯგუფების მიერ მოხდა პრეზენტაციების წარმოდგენა, იყო მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების განხილვა, დისკუსია და შეჯამება. აღნიშნულ ტრენინგში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას წარმომადგენლებმა : სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა დალი კალაძემ, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო ჩომახაშვილმა და მასწავლებლებმა ინგა ბაქრაძემ და ელისო ფარულავამ.

© Copyright 2020 College Panacea