გალერეა
9 დეკემბერი 2018
ექსკურსია თელავში

 

მთავარი
სიახლეები
12:58 / 17 ივნ. '14
სერტიფიკატების გადაცემა
16 ივნისს დიდუბე პლაზას სკონფერენციო დარბაზში საქართველოს კარიტასმა გადასცა სერთიფიკატები კერძო კოლეჯების სამედიცინო ფაკულტეტების 300 სტუდენტს, რომლებმაც გაიარეს საწარმოო პრაქტიკა კარიტასის სამედიცინო პროგრამაში. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შინმოვლის მეთოდების ათვისებას, ხორციელდება საქართველოს კერძო კოლეჯების და საქართველოს ექთნების ასოციაციებთან პარტნიორობით. სერთიფიკატები სტუდენტებს გადასცეს საქართველოს კარიტასის დირექტორმა პადრე კ.კოვალმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის პრეზიდენტმა მაია ჩიხლაძემ და საქართველოს ექთნების ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გარსევანიშვილმა. პროექტში მონაწილეობენ საზოგადოებრივი კოლეჯები: ორიენტირი, პანაცეა, ბარაკონი, იმედი, ზ.ფანასაკერტელის სახელობის სამედიცინო კოლეჯი, თბილისის #1 სამედიცინო სასწავლებელი და ინტერბიზნესის აკადემია. მომდევნო სამი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია კიდევ 1200 სტუდენტის მომზადება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13