სიახლეები

22:08 / 24 ოქტ. '14
შეხვედრა ბერნარდ პერსთან
24 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ამერიკის „გამოყენებითი განათლების“ საერთაშორისო საბჭოს წევრთან, პედაგოგთან, ბიზნეს-კონსულტანტთან, მწერალთან, განათლების ექსპერტთან ბერნარდ პერსთან. მას აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. 14 წელი იმუშავა ნიუიორკისა და ლოსანჟელესის სკოლებში. არის ჟურნალ „Converge”-ის მთავარი რედაქტორი. იგი დამსწრე საზოგადოებას ესაუბრა თავისი მეთოდიკის შესახებ და გაუზიარა გამოცდილება სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტის შესახებ განათლების სფეროში. მან მისცა ინსტრუმენტები პედაგოგებს და სტუდენტებს გადალახონ სწავლაში შექმნილი ყველა პრობლემა.

© Copyright 2020 College Panacea