სიახლეები

14:36 / 17 მარ. '15
თანამშრომლობა ლიტვის სახელმწიფო აკადემიურ კოლეჯთან
თბილისში იმყოფებოდა ლიტვის შაულიაის სახელმწიფო აკადემიური კოლეჯი, რომელიც ახორციელებს ბაკალავრიატის პროგრამებს ჯანდაცვის, ინჟინერიის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებებით. ლიტვის შაულიაის კოლეჯი არის აკრედიტირებული სასწავლო დაწესებულება და მისი დიპლომი აღიარებულია ევროპის სივრცეში. საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას და შაულიაის სახელმწიფო კოლეჯის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. მხარეები შეთანხმდნენ ითანამშრომლონ სასწავლო პროგრამების ურთიერთშესაბამისობაში მოყვანაზე, მასწავლებელთა და სტუდენტთა გაცვლითი პროექტების შემუშავებაზე, რათა კოლეჯის სტუდენტებს მიეცეს ლიტვაში, ბაკალავრიატში სწავლის გაგრძელების საშუალება.

© Copyright 2020 College Panacea