სიახლეები

12:33 / 29 აპრ. '15
"პირველი მერცხლები"
პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორშაბათს 27 აპრილს, ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სახელმძღვანელოების დასრულებული თავების (ნაშრომების) პირველი განხილვა. წარმოდგენილი იყო სამი პრეზენტაცია: 1. „პირველადი გადაუდებელი დახმარების“ მოდულისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოს სამუშაო ვერსია წარმოადგინა ქალბატონმა დალი კალაძემ (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა); 2. „ საექთნო პროცესის მართვის“ მოდულის მიხედვით შემუშავებული სახელმძღვანელოს თავი (ნაშრომი) წარმოადგინა ქალბატონმა ჯილდა ჭეიშვილმა (საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა); 3. „საბაჟო საქმის მოდულების“ მიხედვით შემუშავებული სახელმძღვანელოს თავი (ნაშრომი) წარმოადგინა ბატონმა პაატა ცაგარეიშვილმა (საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA). პრეზენტაციების წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია, გამოითქვა მოსაზრებები და რეკომენდაციები ნაშრომებთან მიმართებაში. დამსწრე საზოგადოებამ წარმატება უსურვა „პირველ მერცხლებს“.

© Copyright 2020 College Panacea