გალერეა
17 მარტი 2015
თანამშრომლობა ლიტვის სახელმწიფო აკადემიურ კოლეჯთან

 

მთავარი
სიახლეები
09:32 / 17 დეკ. '16
მასწავლებლებისა და სტუდენტების ვიზიტი ფინეთის კონფერენციაზე

 საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ დირექციის უშუალო მხარდაჭერით, სტომატოლოგიური კლინიკა  „საპარუსის“ ხელმძღვანელის კიმ საფაროვის და ფინური კომპანია „PLANMECA”-ს ორგანიზებით 2016 წლის 8 დეკემბერს მეორედ განხორციელდა ვიზიტი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, სადაც ჩატარდა კონფერენცია და ტრენინგი თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებზე. აღნიშნულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივ კოლეჯ „პანაცეას“ კბილის ტექნიკოსის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ჩომახაშვილმა, საწარმოო პრაქტიკის ხელმძღვანელმა კიმ საფაროვმა და კბილის ტექნიკოსის III საფეხურის სტუდენტმა გიორგი ხატიაშვილმა.

  3D და  CAD/CAM ტექნოლოგია- ეს არის სიახლე სტომატოლოგიურ სივრცეში სამგანზომილებიანი სკანირების საშუალებით, შესაძლებელია ყოველგვარი ანაბეჭდის გარეშე ადამიანის კბილებისა და სახის ციფრული სკანირება, შემდეგ კი დასკანირებული კბილების პროგრამულად დამოდელირება და მათი დამზადება. ცირკონის გვირგვინები მზადდება CAD/CAM ტექნოლოგიით. ეს არის კბილების მოდელირებიდან კარკასის დამზადებამდე სრული კომპიუტერიზებული პროცესი, რაც გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას.

   კოლეჯის დირექციის მხარდაჭერით ეს იყო უმაღლესი დონის პრაქტიკული სწავლების განხორციელება გამოცდილების გაზიარების მიზნით.

   ტრენინგის დასრულების შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ჯანდაცვის სახელმწიფო კოლეჯში, სადაც შეხვდნენ კოლეჯის წარმომადგენელ ქალბატონებს ჰელი კუსეს და ევიჯა მარჯასოს. პანაცეას წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კოლეჯის თეორიული და პრაქტიკული სასწავლი და საწარმოო გარემო. მათ ერთმანეთს გააცნეს სამომავლო გეგმები და დასახეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

  საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა კვლავაც გეგმავს მსგავსი აქტივობების განხორციელებას მაღალი კვალიფიკაციის ტექნიკოსების მოსამზადებლად, რაც უპასუხებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13