სიახლეები

18:34 / 24 თებ. '17
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის 2016 წლის განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია

 2017 წლის 22 თებერვალს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაცია გამართა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორმა, ქალბატონმა მაგდა მაღრაძემ გასულ წელს პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებაზე ისაუბრა და აუდიტორიას სამომავლო გეგმები გააცნო. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ბატონმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქალბატონმა ჯენერ ედელმანმა მიმართეს. 
შეხვედრას ესწრებოდა საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე. 

© Copyright 2020 College Panacea