სიახლეები

11:47 / 11 დეკ. '17
გერმანელი სტუმრები

საქართველოს კარიტასის ორგანიზებით, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში იმყოფებოდნენ ფრაიბურგის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელი ანდრეას კრიუგერი და ბად კროცინგენის საექთნო სასწავლებლის ხელმძღვანელი სილკე უდრი. სტუმრები დაესწრნენ სასწავლო პროცესს, დაათვალიერეს კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა კერძო კოლეჯების ასოციაციასთან, სადაც განხილულ იქნა „დუალური საექთნო განათლების პერსპექტივები საქართველოში”. 
შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები.

© Copyright 2020 College Panacea