სიახლეები

11:13 / 16 თებ. '18
საინფორმაციო შეხვედრა

 პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: 
• ცვლილებები ავტორიზაციის დებულებაში; 
• ავტორიზაციის საფასურების ცვლილება და გადახდის წესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; 
• პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების, პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ახალი ფორმები; 

შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების 120- მდე წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას დირექტორი ბ-ნი ვასილ კიკნაძე და დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე.

© Copyright 2020 College Panacea