გალერეა
16 თებერვალი 2015
მასწავლებელთა ტრენინგი მოდულურ პროგრამებთან დაკავშირებით

 

მთავარი
სიახლეები
08:33 / 29 მარ. '18
ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის ლექცია/ტრენინგი

 23 მარტს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, საქართველოს კარიტასის ხელშეწყობით, ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საჯარო ლექცია/ტრენინგი თემაზე „ქრონიკული ჭრილობების მართვა“, რომელშიც მონაწილეობდნენ გერმანელი ექსპერტები და როგორც ადგილობრივი, ასევე ფრაიბურგის საექთნო პროგრამის სტუდენტები და მაასწავლებლები.
გერმანიიდან მოწვეულმა პროფესორებმა ანა კელნერმა და ჰაუკე შუმანმა წარმოადგინეს პრეზენტაცია „ქრონიკული ჭრილობების მკურნალობისა და მართვის შესახებ“ 
სამუშაო შეხვედრის განმავლობაში ქართველი და გერმანელი სტუდენტები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში, სადაც უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებებს. დღის ბოლოს თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის ირგვლივ გაიმართა საინტერესო დისკუსია.
მხარეთა შეთანხმებით მსგავსი აქტივობები სამომავლოდაც გაგრძელდება.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კახაბერ ერაძე და პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების სპეციალისტი ნინო ხითარიშვილი. ბ-მა კახაბერმა ღონისძიება დადებითად შეაფასა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა პროფესიულ საქმიანობაში.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07