გალერეა
13 ოქტომბერი 2017
საჯარო ლექცია "პირველადი გადაუდებელი დახმარება"

 

მთავარი
სიახლეები
00:10 / 03 ივნ. '12
GEA

საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაწევრიანდა და პროფესიული განათლების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩაერთო.

 

 აღნიშნული სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს:

  • საქართველოში პროფესიული განათლების პოპულარიაზაციას;
  • დამსაქმებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას;
  • პროფესიონალთა დასაქმების ხელშეწყობას;
  • პროფესიული განათლების პრიორიტეტების განსაზღვრას და საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფას, რათა ისინი მორგებულ იქნას დამსაქმებელთა საჭიროებებზე;
  • პროფესიული განათლების სფეროში სამართლებრივი რეგულაციების სრულყოფის ხელშეწყობას და სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულებას.

ასოციაციის წევრები, საქართველოს წამყვანი საზოგადოებრივი კოლეჯები არიან. მალე ასოციაციის წევრი სასწავლებლებისათვის ახალი ვებ-გვერდი შეიქმნება ამ ასოციაციას სურს ფართო საზოგადოებისა და მომავალი დამსაქმებლებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია იმ საგანმანათლებლო პოტენციალის შესახებ, რაც ქვეყნის წარმატებულ საზოგადოებრივ კოლეჯებს გააჩნიათ.

ასოციაციის წევრობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კოლეჯის მისიის შესასრულებლად, რადგან კონკურენტუნარიანი და დასაქმებაზე ორიენტირებული პროგრამების განხორციელება მხოლოდ დამსაქმებლებთან მჭიდრო კონტაქტის პირობებშია შესაძლებელი;

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07