სიახლეები

12:47 / 21 სექ. '18
წარმატებული კურსდამთავრებულები

 2018 წლის ივნისში საქართველოს დედაქალაქმა და ბალნეოლოგიურმა კურორტმა, საქართველოს პროფესიონალური მასაჟის ორგანიზებით პირველად ჩვენი ქვეყნისთვის უმასპინძლა საერთაშორისო ჩემპიონატს მასაჟის ტექნოლოგიებში “ GEORGIAFEST 2018 „. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორი ჩემპიონატი: 1. საერთაშორისო ჩემპიონატი GEORGIAFEST 2018, რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილებდნენ პროფესიონალები სხვადასხვა ქვეყნიდან. 2. საქართველოს პირველი ჩემპიონატი მხოლოდ ქართველი პროფესიონალების მონაწილეობით. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა მართა შუბითიძემ და თათია კურტანიძემ მოიპოვეს საპრიზო ადგილები. მართა შუბითიძე საერთაშორისო ჩემპიონატი მასაჟის ტექნოლოგიებში GEORGIAFEST 2018 აბსოლუტური ჩემპიონი გახდა, ხოლო თათია კურტანიძე კლასიკური მასაჟის 1 ადგილის მფლობელი. ვულოცავთ მათ და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ.

© Copyright 2020 College Panacea