სიახლეები

12:10 / 11 ნოე. '18
წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა

სტუდენტთა ინფორმირების მიზნით, 2018 წლის 10 ნოემბერს, ჩატარდა შეხვედრა წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებთან, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს სტუდენტთა უფლება-მოვალეობებზე, ვალდებულებებზე, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული ჩარიცხვის/სტატუსის მოპოვების, სტატუსის შეჩერება-შეწყვეტის, მობილობის(გარე, შიდა) პროცედურებზე.

  აგრეთვე სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია ექსტრაკურიკულური აქტივობის შესახებ, რაც ითვალისწინებს აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას: კონფერენციები, სპორტული ღონისძიებები, შეხვედრები საინტერესო/წარმატებულ ადამიანებთან, ექსკურსიები და სხვა.

 შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს აქტივობები ჩატარდება არა მხოლოდ კოლეჯის ბაზაზე, არამედ სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

© Copyright 2020 College Panacea