სიახლეები

21:40 / 01 ივლ. '12
შეხვედრა განათლების და დასაქმების მინისტრებთან

     2012 წლის 1 ივლისს დამსაქმებელთა ასოციაციამ და პროფესიულმა კოლეჯმა "სპექტრი" ბიზნესფორუმი გამართა. ღონისძიების მიზანი ბიზნესის წარმომადგენელთათვის კოლეჯის განვითარების ძირითადი მიმართულებების გაცნობა და დამსაქმებლებთან სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით მემორანდუმების გაფორმება იყო. ფორუმის ფარგლებში კოლეჯის საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციაც მოეწყო. ბიზნესფორუმში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ტრაპაიძემ მიიღეს.

     ფორუმს საქართველოში მოღვაწე 30-მდე ცნობილი კომპანიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ  საზოგადოებრივი კოლეჯების „პანაცეა“, „გეორგია“ და „საქართველოს ბიზნეს აკადემიის“  წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი  და მზაობა დამსაქმებელთა ასოციაციის დახმარებით მათ კოლეჯებშიც მოეწყოს ბიზნესის წარმომადგენლებთან მსგავსი შეხვედრები. 

© Copyright 2020 College Panacea