სიახლეები

09:03 / 25 იან. '19
სემინარი "საპენსიო შენატანების ადმინისტირება"

 საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილე ქ-ნი მაია ჩიხლაძე დაესწრო სემინარს "საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან" დაკავშირებით. სემინარი, 2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. საპენსიო სააგენტოს მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დამსაქმებელთა და თანამშრომელთა რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროცედურები. სააგენტო საჭიროების შემთხვევაში კოლეჯებს გაუწევს კონსულტაციებსა და დახმარებებს.

© Copyright 2020 College Panacea