გალერეა
6 ივლისი 2013
შეხვედრა შრომის კოდექსში ცვლილებების განსახილველად.

 

მთავარი
სიახლეები
09:56 / 06 ივნ. '19
კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით, 2019 წლის 31 მაისს, ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის საქართველოში“ 
კონფერენცია გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
კონფერენციაზე ისაუბრეს სახელმწიფო ენის როლზე სამოქალაქო ინტეგრაციაში და სახელმწიფო უწყებების სტრატეგიაზე ეროვნულ უმცირესობებში სახელმწიფო ენის სწავლების განხორციელების მიზნით. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო-საინფორმაციო პროექტების და ღონისძიებების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ეთნიკურ უმცირესობაში სახელმწიფო ენისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას, წიგნიერების ხარისხის ამაღლებას, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას.
კონფერენციას ესწრებოდა საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ქართული ენის პროფესიული მასწავლებელი ქ-ნი მაყვალა ბაკურაძე. კონფერენცია საინტერესო და მრავლის მომცემი იყო იმ მხრივაც, რომ კოლეჯში სწავლობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის საინგილოდანაც.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13