სიახლეები

12:21 / 04 ოქტ. '19
შეხვედრა დაფინანსების საკითხებზე

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა , პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების(მათ შორის საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას დირექტორის მოადგილემ ქ-მა მაია ჩიხლაძემ) და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
ბატონი ოლივერის განაცხადებით, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალი მოდელის მიხედვით ვაუჩერულ დაფინანსებასთან ერთად
სხვა არაპირდაპირი ხარჯებისათვის, რომელიც პროგრამის განხორციელებისთვისაა საჭირო,
დამატებით მიიღებენ ვაუჩერული დაფინანსების დაახლოებით 50%-ს.

© Copyright 2020 College Panacea