გალერეა
12 იანვარი 2017
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუბელყოფა კალენდარი

 

მთავარი
სიახლეები
15:50 / 25 ოქტ. '12
საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია

  23-24 ოქტომბერს სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრო Sequa GmbH–ს პალატებისა და ასოციაციების პროგრამების მეშვეობით გაიმართა "ეკონომიკის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია".                            საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე პროფესიული განათლების რეფორმები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამშრომლობის პროექტში და დაგეგმილმა ღონისძიებამ მიზნად დაისახა ამ ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემაში ბიზნეს გაერთიანებების ჩართულობის გაძლიერება, დაგეგმილ კონფერენციაზე განიხილეს გერმანულ განათლების სისტემაში ბიზნესის ჩართულობის ასპექტები და გაზიარებულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული გამოცდილება. „საქართველოს დამსაქმებელთა (მეწარმეთა) ასოციაციამ“ პროფესიული განათლების სისტემის შემდგომი განვითარების მიზნით ბიზნესკომპანიებთან და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად შეიმუშავა საკუთარი ხედვა (კონცეფცია), სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ამ სფეროში კვალიფიციური კადრების მოთხოვნა–მიწოდების ბალანსის გაუმჯობესების მექანიზმებს. კონფერენციაზე მოხდა აღნიშნული ხედვის წარდგენა საზოგადოების და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ერთობლივი პრინციპული მიდგომებისა და სამოქმედო გეგმების განსასაზღვრად. ღონისძიებაზე მოწვეულ იყვნენ ზემოთხსენებული ქვეყნების მეწარმეთა გაერთიანებები, განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, ქართული ბიზნესკომპანიები, ექსპერტები და აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის: „პანაცეა“, „საქართველოს ბიზნესის აკადემია“, „გეორგია“, „ინერბიზნესის აკადემია“, „ორიენტირი“ და „ხარისხის მართვის საზოგადოებრივი კოლეჯი“.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07