სიახლეები

01:08 / 17 სექ. '13

2013 წლის 5-12 სექტემბერს შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრთა ვიზიტი ისრაელში. ვიზიტი მიზნად ისახავდა ისრაელის საგანმანათლებლო სისტემის გაცნობას და მონაწილეობას არიელის უნივერსიტეტის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში განათლების საკითხებზე. ვიზტი ორგანიზებული იქნა ისრაელის თანამშრომლობისა და განვიტარების ცენტრის (მაშავი) და არიელის უნივერსიტეტის მიერ. ქართული მხრიდან კოორდინაცია გასწია ინტერბიზნესის აკადემიამ. ვიზიტში მონაწილებდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების: პანაცეას, გეორგიას, ინტერბიზნესის აკადემიის, საქართველოს ბიზნესის აკადემიის-SBA, მარნეულის სამედიცინო კოლეჯის, ორიენტირის, ფანასკერტელის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის, ბათუმის სამედიცინო-პედაგოგიური ინსტიტუტის და სსიპ IT აკადემიის წარმომადგენლები. შედგა შეხვედრები პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ კოლეჯებში, ისრაელის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვიზიტი ნაყოფიერი აღმოჩნდა. მომავალ წელს ისრაელის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი იგეგმება საქართველოში.

© Copyright 2020 College Panacea