განცხადებები

14:37 / 08 ოქტ. '14
მასაჟის პედაგოგის ვაკანსია

აზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“ აცხადებს ვაკანსიასს მასაჟის პროფესიული პროგრამის მასწავლებლის თანამდებობაზე. მიღება ითვალისწინებს შერჩევის ორ ეტაპს: ა) დოკუმენტაციის განხილვა; ბ) გასაუბრება. მასწავლებლად შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის მფლობელი ან პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. მასწავლებლად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) შესაბამისი, უფრო მაღალი კვალიფიკაციის პირებს. ბ) შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის ხანგრძლიობას; გ) გასაუბრებისას გამოვლენილ სათანადო უნარ–ჩვევებს. კონკურსში მონაწილე პირმა პირველ ეტაპზე უნდა წარმოადგინოს:  ავტობიოგრაფია (CV);  უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV და V საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;  შესაბამისი დარგობრივი პროფილით მუშაობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტი. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საბუთები უნდა წამოადგინონ კოლეჯში, მისამართზე: თ.ერისთავის 2 საბუთების მიღების ვადაა 2014 წლის 31 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. საზოგადოებრივი კოლეჯი ,,პანაცეა“–ს მისამართია: თ.ერისთავის 2 ტელ: 234-58-63 mail: panacea.2008@yahoo.com

» სხვა განცხადებები

© Copyright 2020 College Panacea