გალერეა
1 ივლისი 2012
შეხვედრა განათლების და დასაქმების მინისტრებთან

 

მთავარი
სიახლეები
17:02 / 15 ნოე. '13
WorldSkills Georgia-ს სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებითქორთიარდ მარიოტში“ WorldSkills Georgia- სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, GIZ-ის პროფესიული განათლების პედაგოგთა და ლიდერთა გადამზადების პროგრამის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მიქაელა ოპერმან-გარტნერი, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და სახელმწიფო და კერძო კოლეჯების წარმომადგენლები (მათ შორის საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეას") ესწრებოდნენ.

წელს, ზაფხულში, გერმანიის ქალაქ ლაიფციგში გამართულ WorldSkills International-ის პროფესიული უნარების რიგით 42- კონკურსში საქართველო პირველად მონაწილეობდა ასოცირებული წევრის სტატუსით. WorldSkills Georgia- გუნდის წევრებმა შეხვედრაზე მიღებული შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების შესახებ ისაუბრეს

GIZ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროფესიული განათლების განვითარებაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მიერ გაწეულ წვლილზე. GIZ-ის ექსპერტმა და  WorldSkills Germany- სტრატეგიული სამსახურის ხელმძღვანელმა დენი გაუხმა შეკრებილ საზოგადოებას WorldSkills-ის სხვა წევრი ქვეყნების სხვა ქვეყნების გამოცდილება გაუზიარა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

შეხვედრაზე GIZ-ის მხარდაჭერით მომზადებული პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი კლიპების პრეზენტაციაც გაიმართა.

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-09-09 12:36:13