გალერეა
31 ოქტომბერი 2018
კონფერენცია „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო"

 

მთავარი
სიახლეები
10:44 / 02 ივლ. '19
შეხვედრა კერძო კოლეჯების დაფინანსების საკითხზე

2019 წლის 1 ივლისს, სასტუმრო „იოტა“ში შედგა საქართველოს კერძო კოლეჯების 
ასოციაციის სამუშაო შეხვედრა, სადაც  მონაწილეობას იღებდნენ განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების 
დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ირინა წეროძე და მისი მოადგილე ქ-ნი თამარ სამხარაძე , სამინისტროს პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თამაზ ბახტაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე ნანი დალაქიშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის კოორდინატორი თეა შაყულაშვილი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული განათლების მიმართულების მენეჯერი თამარ კვინიკაძე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პროფესიული განათლების მიმართლების მთავარი სპეციალისტი ელენე მაჩიტიძე.შეხვედრას საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქტიული ხასათის იყო დაისვა კითხვები,დაიგეგმა მომდევნო სამუშაო შეხვედრები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენელთა მიერ კოლეჯებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშნელოვან საკითხებზე. კერძოდ, განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
✔️ დაფინანსების სქემაში კერძო კოლეჯების მონაწილების პრინციპები, დაფინანსების პრიორიტეტები და ადმინისტრირება;
✔️ დაფინანსების სქემაში კერძო კოლეჯების ჩართვისას ავტორიზაციის მოთხოვნები;
✔️ ანკეტა-კითხვარის შევსება და რეესტრის წარმოების საკითხები;
✔️მომზადება გადამზადების პროგრამები/დაფინანსება;

» სხვა სიახლენი
 

© 2012, College Panacea

ვებ-გვერდის ბოლო განახლება:
2019-11-08 11:09:07