სიახლეები

11:02 / 07 ივნ. '23
სტუდენტების შეხვედრა ავერსის წარმომადგენლებთან
კოლეჯ პანაცეაში გაიმართა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო) სტუდენტების შეხვედრა შპს ავერსის წარმომადგენლებთან.
სტუმრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია კომპანიის ისტორიაზე, კომპანიაში დასაქმებისა და კარიერული წინსვლის სქემაზე, მათ ქსელში მიმდინარე ცვლილებებზე, სტუდენტთა პროფორიენტაციასა და სტუდენტური დასაქმების პროგრამაზე.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ საჩუქრები.

© Copyright 2020 College Panacea