სიახლეები

21:04 / 22 ივლ. '23
სტუდენტური ღონისძიება
მიმდინარე წლის 22 ივლისს, საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას პროფესიული სტუდენტებისთვის იმედის სტადიონზე ჩატარდა სპორტულ-გასართობი ღონისძიება.
"მხიარულმა სტარტებმა" გაახალისეს და გაამხიარულეს პროფესიული სტუდენტები.
აღფრთოვანება გამოიწვია ა(ა)იპ კოლეჯის "იკაროსი" პროფესიული სტუდენტების მიერ დამზადებულმა კონდიტერულმა პროდუქციამ.
მუსიკალურმა ბენდმა "ალუბლები" საზეიმო განწყობა აუმაღლა სტუმრებს და მონაწილეებს.
საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეას ადმინისტრაციამ საგანმანათლებლო პროგრამის- საექთნო საქმე კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ეს იყო კიდევ ერთი ულამაზესი და ემოციურად დატვირთული დღე.

© Copyright 2020 College Panacea