სიახლეები

06:56 / 09 თებ. '24
დაჯილდოვების ღონისძიება
8 თებერვალს საზოგადოებრივ კოლეჯ პანაცეაში, პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ, EXTRA-ს საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის "სტუდენტური ეზო ექსტრაკურიკულური აქტივობებისთვის" ფარგლებში პარტნიორი საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტებისთვის გამოცხადებული ეზოს დიზაინის პროექტის შექმნის, კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვების ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კოლეჯის ადმინისტრაცია, სტუდენტური კლუბების ხელმძღვანელები, პარტნიორი კოლეჯის წარმომადგენლები და კონკურსში მონაწილე პირები.
გამარჯვებულები მთავარ პრიზთან ერთად, მადლიერების ნიშნად, მადლობის სიგელებითაც დაჯილდოვდნენ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს და მადლობას ვუხდით კონკურსის მონაწილეებს ჩართულობისთვის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს გაწეული პარტნიორობისთვის.

© Copyright 2020 College Panacea